Etichette

lunedì 20 giugno 2016

ესეც კრემა პასტიჩერა.იტალიური ნამცხვრების 99% მზადდება ამ კრემით.ძალიან მარტივი და გემრიელი

ინგრედიენტები:
400მლ რძე
4 კვერცხის გული
ვანილის ღერო 
ლიმნის ცედრა
30გრ სიმინდის სახამებელი ან ფქვილი
90გრ შაქარი


მომზადება:
ჩაასხით რძე  ქვაბში ერთად და დაამატეთ ვანილის ღერო ან ვანილი 1 პაჭკა.კარგად რომ გაცხელდება და ადუღებაზე მივა, დაგამორთეთ .გაფრცქვენით ლიმონი და ცედრა ჩაყარეთ რძეში.
მოვამზადოთ დარჩენილი ინგრედიენტები.
გამოაცალკევეთ კვერცხის გულები.დაამატეთ შაქარი და ათქვიფეთ.როცა კარგად გადნება შაქარი,დაამატეთ სახამებელი ან ფქვილი,დაამატეთ ნახევარი რძე,მერე შეუნთეთ ხელახლა რძეს ,ამოიღეთ ლიმნის ცედრა და კვერცხის მასა მოათავსეთ შიგ.თქვიფეთ გაუჩერებლად,სანამ არ შესქელდება.გადმოიღეთ თასში და გაცივეთ ჯერ ოთახის ტემპერატურაზე,მერე მაცივარში.
უგემრიელესია <3



ვისაც გსურთ იტალიური კრემების საოცარი გემო,მე ვეცდები ყველა საუკეთესო კრემის რეცეპტი გასწავლოთ.ამჯერად მასკარპონეს მომზადებას გასწავლით.

ინგრედიენტები:

დაახ.350გრ მასკარპონესათვის 
500მლ ნაღები
7მლ ლიმნის წვენი

მომზადება:

ჩაასხით ქვაბში ნაღები და დაბალ ცეცხლზე გააცხელეთ კარგად,თან თქვიფეთ შიგ.როდესაც გაცხელდება დაახ.80-90 ° ზე ნელა-ნელა აურიეთ ლიმნის წვენი.არ გააჩეროთ სათქვეფი,ასე გააგრძელეთ 3წთ.შემდეგ გამორთეთ,გადმოდგით და დააცადეთ  15წთ.
თასში ჩადეთ საწური,გადააფარეთ ჩაის ტილო და ნაღები მოათავსეთ შიგ.გააჩერეთ გარეთ 1 საათი,შემდეგ შედგით მაცივარში და  დატოვეთ 24სთ.
მასკარპონე მზადაა.გამოიყენეთ ნებისმიერ ნამცხვარში,ტირამისუში,ან მიირთვით ისე,ცოტაოდენი კაკაოთი.

დაელოდეთ შემდეგ რეცეპტს <3
სირთულე.მარტივი    მომზ.20წთ     ცხობა.10წთ
 Fiocchi di neve-თოვლის ფანტელი.ნაპოლიში ყველაზე ცნობილი ნამცხვარი.მართლაც ფიფქივით ჰაეროვანი და გემრიელია.Poppella ს პასტიჩერიაში თუ არ შეუკვეთეთ წინასწარ,მოგიწევთ 1 საათი რიგში დგომა,რომ ეს გემრიელობა დააგემოვნოთ.მე შემოგთავაზებთ ყველაზე გემრიელ რეცეპტს.




ინგრედიენტები ცომისთვის:   
350 გრ ფქვილი
50გრ შაქარი
40გრ ცივი კარაქი
8გრ მარილი
1 კვერცხი
10გრ საფუარი
ვანილი
130მლ რძე
ინგრედიენტები კრემისთვის:
300გრ ნაღები
250გრ მასკარპონე ან ხაჭო (მასკარპონეს რეცეპტი იხილეთ აქ mascarpone
50გრ შაქარი

მომზადება:

რძეში გახსენით საფუარი,დაამატეთ ფქვილი,შაქარი და კვერცხი.კარგად მოზილეთ ელასტიური ცომი .შემდეგ აურიეთ მარილი, და ბოლოს კუბიკებად დაჭრილი კარაქი.კარგად შეაზილეთ ეს ყველაფერი,ბოლოს ვანილი.ცომი დაახ.10 წუთი ზილეთ კიდევ პრიალა და ელასტიური გახდება.მოათავსეთ სუფთა თასში და დატოვეთ,სანამ არ გაორმაგდება.ამასობაში მოვამზადოთ კრემი.
თუ ხაჭოთი ვაკეთებთ ,ხაჭოს და შაქარს კარგად ავთქვეფავთ და მერე ავურევთ,ცალკე ამოყვანილ ნაღებს,ცოტაოდენ ვანილთან ერთად.
შეინახეთ მაცივარში,სანამ მოამზადებთ ცომს.
ცომი გაორმაგდა,ამოვიღოთ მაგიდაზე და დავჭრათ დაახ.25გრ-იანი პაწია ნაჭრეები.მიეცით მრგვალი ფორმა.გარედან შიგნით კეცეთ ცომი და ნელა ნელა მიიღებს ფორმას.მერე გადმოაბრუნეთ და ხელის წრიული მოძრაობით დაამრგვალეთ.

მოათავსეთ ბურთები ერთმანეთის დაშორებით,პერგამენტის ქაღალდზე.დაელოდეთ სანამ არ გაორმადებიან.როდესაც ბურთები მზად იქნება გამოსაცხობად,წაუსვით ცოტაოდენი რძე და მოათავსეთ წინასწარ გაცხელებულ ღუმელში 7-8 წუთი 180°
როდესაც შევარდისფრდებიან გამოიღეთ,ოდნავ შეაგრილეთ და სანამ კიდევ ცოტა ცხელები არიან ,კრემი ჩადეთ ფორმაში და ძალიან  ნაზად გამოტენეთ უკანა მხრიდან.როდესაც კარგად გაიბერებიან ,მოათავსეთ მაცივარში და დააგემოვნეთ ცივი,შაქრის პუდრთან ერთად.
თბილი იმიტომ უნდა გამოტენოთ,რომ ცომი უფრო ელასტიურია და ადვილად დაიტკეპნება.
გემრიელად მიირთვით <3

mercoledì 1 giugno 2016

დაგიბრუნდით მეგობრებო და შემოგთავაზებთ უგემრიელეს და ყველასთვის საყვარელ ფრანგულ კრუასანებს .მომზადების სირთულე იმაში მდგომარეობს რომ ცომი დაახ.8 საათი უნდა გააფუოთ.ანუ თუ გადაწყვეტთ მოამზადოთ კრუასანები,დაუთმეთ ერთი დღე.დამიჯერეთ  შედეგით ძალიან ისიამოვნებთ.
კრუასანი მისი ნახევარმთვარისეული ფორმის გამო ეწოდა.ფრანგულ ბარებში მიირთმევდნენ დილაობით ფინჯან ცხელ ყავასთან ერთად.კრუასანმა მალე მოიგო ტურისტების გული და დღესდღეობით არ არსებობს ქვეყანა,სადაც კრუასანი საუზმესთან არ ასოცირდება.მოამზადეთ ეს ჰაეროვანი ნამცხვარი,როგორც შიგთავსით ისე კლასიკური,შიგთავსის გარეშე.


ინგრედიენტები:

520გრ ფქვილი
100გრ შაქარი
30გრ კარაქი
1 კვერცხის გული
20გრ საფუარი
120მლ რძე
170მლ წყალი
ფორთოხლის ცედრა

250გრ მარგარინი ფენებისთვის
1 კვერცხი გარედან წასასმელად


(1) პირველ რიგში მოვამზადოთ ე.წ. ხაში.თბილ წყალში ვხსნით საფუარს და ვამატებთ 150გრ ფქვილს.(2)შევფუთოთ და გავაჩეროთ 1სთ ასაფუებლად.(3) შემდეგ ვამატებთ 3 კოვზ ფქვილს ისევ და ვზელთ.(4) შეურიეთ კვერცხის გული,როცა კარგად გაიხსნება შემდეგ შაქარი,და ბოლოს ფქვილი და რძე ერთდროულად,სანამ ცომის მასას არ მივიღებთ.(5)ბოლოს კი ვამატებთ კარაქს და ფორთოხლის ცედრას.ვიმუშაოთ ცომზე დაახ.15 წუთი,სანამ ცომი არ გახდება ელასტიური.(6)შეფუთეთ და დატოვეთ სანამ არ გაორმაგდება

(7)ცომს სანამ ამოვიღებთ თასიდან,10წთ ით ადრე ,პერგამენტის ქაღალდში გავაბრტყელოთ 250 კარაქი და მოვათავსოთ მაცივარში ისევ.
(10) ცომი მზადაა გასაბრტყელებლად..კარგად ვაბრტყელებთ ცომს,დაახ.5სმ სიმაღლეზე (11)ვდებთ გამზადებულ კარაქს შუაში(12) ვკეცავთ ქვემოდან

(13)შემდეგ ზემოდან(15)ბოლოს კი გვერდებს
(16)ვაბრტყელებთ ისევ ცომს სიგრძეზე დაახ 3სმ სიმაღლეზე.(18) ბოლოს ისევ ვკეცავთ ოთხად.ჯერ ქვევიდან,შემდეგ ზემოდან  შუაში და ბოლოს კიდევ ორად

 (22)ცომის გახსნილ ნაწილს ვატრიალებთ  ხელმარჯვნივ და ვნიშნავთ,იმდენჯერ ,რამდენჯერაცაა გაბრტყელებული.(23)ანუ პირველ ჯერზე ერთი ნიშანი მხოლოდ.(24)მოვათავსოთ პერგამენიტის ქაღალდზე და შევფუთოთ ცელოფნით.მოვათავსოთ მაცივარში 30წთ

(19)30წთ ის შემდეგ  გამოიღეთ ცომი და გაიმეორეთ იგივე.ცომის გახსნილი მხარე უნდა მოაქციოთ ყოველთვის მარჯვნივ.გააბრტყელეთ მხოლოდ სიგრძეზე დაახ.3სმ და დაკეცეთ ოთხად.ქვემოდან,ზემოდან,და ბოლოს კიდევ ორად..დანიშნეთ ორჯერ და მოათავსეთ ისევ მაცივარში 30წთ შეფუთული.ამას გაიმეორებთ სამჯერ,მეოთხედ კი გააბრტყელებთ ცომს ,კრუასანების გამოსაჭრელად
ცომი ასეთი უნდა მიიღოთ
მივყვეთ ინსტრუქციას.ვაბრტყელებთ ცომს დაახ.2სმ სისქეზე.ვჭრით სამკუთხედებს.სამკუთხედს შუაში ვაჭრით პაწია სამკუთხედს და შემდეგ გადავახვევთ,მზა კრუასანები მოათავსეთ პერგამენტის ქაღალდზე ,გამოსაცხობ ჟარონაზე ,ერთმანეთის მოშორებით და დატოვეთ ასაფუებლად კიდევ 2სთ

გაფუებულ კრუასანებს წაუსვით კვერცხი ზემოდან და მოათავსეთ წინასწარ გაცხელებულ ღუმელში 200° ზე 5წთ ით შემდეგ დაუწევთ 180° გრადუსზე და ვაცხობთ სანამ არ დაწითლდებიან.მოაყარეთ ცოტაოდენი შაქრის პუდრი და კრუასანები მზადაა...დამიჯერეთ ეს ფორთოხლის სურნელი ,არასდროს დაგავიწყდებათ.

შენახვა: კრუასანები შეინახეთ გამოცხობამდე,საყინულეში.
გემრიელად მიირთვით <3