Etichette

lunedì 20 giugno 2016

სირთულე.მარტივი    მომზ.20წთ     ცხობა.10წთ
 Fiocchi di neve-თოვლის ფანტელი.ნაპოლიში ყველაზე ცნობილი ნამცხვარი.მართლაც ფიფქივით ჰაეროვანი და გემრიელია.Poppella ს პასტიჩერიაში თუ არ შეუკვეთეთ წინასწარ,მოგიწევთ 1 საათი რიგში დგომა,რომ ეს გემრიელობა დააგემოვნოთ.მე შემოგთავაზებთ ყველაზე გემრიელ რეცეპტს.




ინგრედიენტები ცომისთვის:   
350 გრ ფქვილი
50გრ შაქარი
40გრ ცივი კარაქი
8გრ მარილი
1 კვერცხი
10გრ საფუარი
ვანილი
130მლ რძე
ინგრედიენტები კრემისთვის:
300გრ ნაღები
250გრ მასკარპონე ან ხაჭო (მასკარპონეს რეცეპტი იხილეთ აქ mascarpone
50გრ შაქარი

მომზადება:

რძეში გახსენით საფუარი,დაამატეთ ფქვილი,შაქარი და კვერცხი.კარგად მოზილეთ ელასტიური ცომი .შემდეგ აურიეთ მარილი, და ბოლოს კუბიკებად დაჭრილი კარაქი.კარგად შეაზილეთ ეს ყველაფერი,ბოლოს ვანილი.ცომი დაახ.10 წუთი ზილეთ კიდევ პრიალა და ელასტიური გახდება.მოათავსეთ სუფთა თასში და დატოვეთ,სანამ არ გაორმაგდება.ამასობაში მოვამზადოთ კრემი.
თუ ხაჭოთი ვაკეთებთ ,ხაჭოს და შაქარს კარგად ავთქვეფავთ და მერე ავურევთ,ცალკე ამოყვანილ ნაღებს,ცოტაოდენ ვანილთან ერთად.
შეინახეთ მაცივარში,სანამ მოამზადებთ ცომს.
ცომი გაორმაგდა,ამოვიღოთ მაგიდაზე და დავჭრათ დაახ.25გრ-იანი პაწია ნაჭრეები.მიეცით მრგვალი ფორმა.გარედან შიგნით კეცეთ ცომი და ნელა ნელა მიიღებს ფორმას.მერე გადმოაბრუნეთ და ხელის წრიული მოძრაობით დაამრგვალეთ.

მოათავსეთ ბურთები ერთმანეთის დაშორებით,პერგამენტის ქაღალდზე.დაელოდეთ სანამ არ გაორმადებიან.როდესაც ბურთები მზად იქნება გამოსაცხობად,წაუსვით ცოტაოდენი რძე და მოათავსეთ წინასწარ გაცხელებულ ღუმელში 7-8 წუთი 180°
როდესაც შევარდისფრდებიან გამოიღეთ,ოდნავ შეაგრილეთ და სანამ კიდევ ცოტა ცხელები არიან ,კრემი ჩადეთ ფორმაში და ძალიან  ნაზად გამოტენეთ უკანა მხრიდან.როდესაც კარგად გაიბერებიან ,მოათავსეთ მაცივარში და დააგემოვნეთ ცივი,შაქრის პუდრთან ერთად.
თბილი იმიტომ უნდა გამოტენოთ,რომ ცომი უფრო ელასტიურია და ადვილად დაიტკეპნება.
გემრიელად მიირთვით <3

Nessun commento:

Posta un commento