![]() |
სირთულე:საშუალო მომზადება:40წთ ცხობა:60წთ |
ინგრედიენტები:
თეთრი ფქვილი 250გრ
შავი ფქვილი 100გრ
ქერის ფქვილი 50გრ
320გრ თბილი წყალი
12გრ საფუარი
10გრ მარილი
30გრ ნიგოზი
70გრ მზესუმზირის,გოგრის,ყაყაჩოს,სეზამის გამორჩეული თესლი
(1)პირველ რიგში კარგად აურიეთ ფქვილის ტიპები.(2)დაამატეთ საფუარი(3) შეურიეთ თბილ წყალში მარილი
(4) გახსენით ნელა-ნელა წყალი ფქვილში(5) იმუშავეთ კარგად და სწრაფად.შეგიძლიათ დაამატოთ ცოტაოდენი ზეთი.(6)როდესაც ცომი ელასტიური გახდება ,გადააკარით ცელოფანი და დატოვეთ ასაფუებლად გამორთულ ღუმელში,შუქის გარეშე
(7) 1სთ ის შემდეგ გაორმაგდება ცომი (8) გადმოიღეთ ცომი სამუშაო მაგიდაზე, გაწელეთ და გადმოკეცეთ ზემოდან.გაიმეორეთ 10ჯერ.მიეცით ფორმა და ისევ
დატოვეთ გამორთულ ღუმელში 1 საათი,(9) ამასობაში მოამზადეთ შიგთავსი.აურიეთ მარცვლეული და დააქუცმაცეთ.
(10) გადმოიღეთ გაფუებული ცომი სამუშაო მაგიდაზე.ცოტა კიდევ იმუშავეთ გასამკვრივებლად(12)დაჭერით სამ თანაბარ ნაწილად
(13) გააბრტყელეთ ხელით კარგად(14-15)დაყარეთ ზედ გამზადებული მარცვლეული და გადაახვიეთ სიგრძეზე
(16)გააკეთეთ ნაწნავი(17) ამ ინსტრუქციით დაგრიხეთ(18) ესეც ჩვენი ნაწნავი
(19)დატოვეთ ნაწნავი ცელოფანგადაკრული ისევ გამორთულ ღუმელში,ერთი საათით(20)მოაყარეთ დარჩენილი შიგთავსი მაღლიდან და გამოაცხეთ 250° ზე 20წთ,წყლის პატარა თასით ქვეშ.შემდეგ გამოიღეთ წყლის თასი ,დაუწიეთ 180°ზე და დატოვეთ კიდევ 40წთ.(21) ნაწნავი მზადაა.გირჩევთ ცივი მიირთვათ,მაგრამ ცხელიც უგემრიელესია.
შენახვა: შეინახეთ 2 დღე ცელოფანში ან გაყინეთ გამოცხობამდე.გაალღვეთ 12სთ-ით ადრე გამოცხობამდე.
გემრიელად მიირთვით...
Nessun commento:
Posta un commento