Etichette

martedì 10 maggio 2016

სირთულე:საშუალო      მომზადება:30წთ     ცხობა:40წთ  
ეს კი მწვანე ზეთის ხილის საოცარი გემოა.რომელიც თეთრ ფქვილთან ერთად მოვზელთ და პური საოცრად არომატული და ფუმფულა გამოვა.ასეთი პური შეგიძლიათ ყველანაირი დანამატის გარეშე მიირთვათ.ნოყიერი და საოცრად გემრიელია.






ინგრედიენტები ხაშისთვის:
100გრ თეთრი ფქვილი
75გრ წყალი
1ჩ/კ საფუარი
1ჩ/კ მარილი

ინგრედიენტები:
500გრ ფქვილი
300გრ წყალი
10გრ ლუდი
12გრ საფუარი
30გრ სიმინდის ზეთი
12გრ მარილი
200გრ გამორჩეული მწვანე ზეთისხილი
(1)პირველ რიგში მოვამზადოთ ე.წ. ხაში.ავიღოთ 1ჩ/კ საფუარი,დავამატოთ თბილი წყალიდა კარგად გავხსნათ(2) დავამატოთ ნელა-ნელა ფქვილი(3) მოვზილოთ თხელი ცომი

(4)შეფუთეთ და დატოვეთ ასაფუებლად. ცომი უნდა გაორმაგდეს.(5)გახსენით დარჩენილი საფუარი ლუდთან  და თბილ წყალთან ერთად.წყალი აიღეთ ყოველთვის მოცემული რაოდენობიდან.(6)გახსენით ფქვილი თასში  ხაშთან ერთად და დაუმატეთ გახსნილი საფუარი

(7)შეურიეთ ნელა-ნელა თბილი წყალი,სადაც გახსნით მარილს და ზეთს.(8)როდესაც ცომი ელასტიური გახდება დაამატეთ დაჭრილი მწვანე ზეთისხილი.(9)იმუშავეთ კიდევ 10წთ
(10)როდესაც კარგად შეერევა ზეთისხილი ცომს,გადმოიღეთ სამუშაო მაგიდაზე,ცოტაოდენი ფქვილის დახმარებით დაამუშავეთ და მიეცით ფორმა.(11)გადაიტანეთ პერგამენტის ქაღალდზე,შესაბამის ჟარონაზე და დატოვეთ ასაფუებლად გამორთულ ღუმელში ,სანამ არ გაორმაგდება.(12) სანამ ღუმელი ცხელდება 180°ზე ,ცომი დასერეთ,პატარა კუბიკებად და გამოაცხეთ 40წთ.

შენახვა: შეინახეთ 4-5 დღე ქაღალდის პაკეტში ან ცელოფანში.დიდი ხნით შენახვისთვის კი გაყინეთ,


გემრიელად მიირთვით <3

Nessun commento:

Posta un commento