Etichette

mercoledì 4 maggio 2016

სირთულე:საშუალო    მომზადება:50წთ     ცხობა:20წთ
დღეს ისეთ საოცარ რეცეპტს შემოგთავაზებთ,რომ აუცილებლად უნდა სცადოთ. RICOTTA E PERA  ხაჭოს და მსხლის საოცარი შერწყმა.გემო,რომელმაც მთელი ევროპა დაიპყრო.ამალფის პატარა პასტიჩერიაში აღმოჩენილი გემო."1998 იყო.სამზარეულოს მაგიდას დავყურებდი,სადაც მსხალი,ხაჭო და კაკალი ეწყო.ბევრი ფიქრის შემდეგ,გადავწყვიტე რაღაც უცხო გემო შემექმნა" ყვება SAL DE RISO ს მფლობელი.დღესდღეობით  მთელი ევროპა აღიარებს,როგორც ყველაზე გემრიელ და განსხვავებულ ნამცხვარს .მათ შორის დედოფალი ელიზაბედ მეორე,რომელიც სპეციალურად უკვეთავს  SAL DE RISO ს პასტიჩერიში ამ შესანიშნავ ნამცხვარს.
მომზადება არაა რთული და დამიჯერეთ,ეს საუცხოო გემო არასდროს დაგავიწყდებათ და აუცილებლად დაიკავებს ადგილს თქვენ სამზარეულოში.


                                                    ინგრედიენტები ცომისთვის:

140გრ ნუშის ფქვილი (მოშუშეთ ნუში და გაატარეთ ბლენდერში)
130გრ შაქარი
50გრ შაქრის პუდრა
80გრ ფქვილი
50გრ კარაქი
4 კვერცხი
                                                          ინგრედიენტები კრემისთვის:

250გრ ხაჭო
80გრ შაქარი
20გრ შაქრის პუდრა
250 გრ ნაღები
400გრ მსხალი
2 კოვზი შაქარი 
ორი კოვზი კარაქი
ლიმონი
                                                                   
მომზადება:
პირველ რიგში მოვამზადებთ მსხალს.
გაფრცქვენით მსხალი,დაჭერით პატარა კუბიკებად.ჩაყარეთ ქვაბში ორ კოვზ შაქართან და ორ კოვზ კარაქთან ერთად.დავაწუროთ ცოტაოდენი ლიმონი და დავდგათ დაბალ ცეცხლზე სანამ მსხალი არ დარბილდება და შეყვითლდება..გამოვურთოთ და გავაციოთ.
ამასობაში მოვამზადოთ კრემი.აიღეთ ერთი თასი და მოათავსეთ ხაჭო შაქართან ერთად და გათქვიფეთ.შემდეგ აურიეთ მზა მსხალი,კოვზის დახმარებით.მეორე თასში ამოვიყვანოთ ნაღები,შაქრის პუდრთან ერთად და ბოლოს დავამატოთ ხაჭოს
.ეს ყველაფერი კარგად ავურიოთ კოვზის დახმარებით და მოვათავსოთ მაცივარში 2 საათით.
მოვამზადოთ ცომი.
ავიღოთ ორი თასი.გავტეხოთ კვერცხები და გავაცალკევოთ  3 კვერცხის გული და ცილა და ერთი კვერცხი მთლიანი გულებთან ერთად...ცილა გავთქვიფოთ,როცა კარგად ამოვა,დავუმატებთ შაქრის პუდრს და გავთქვეფავთ კიდევ 2წთ .
მეორე თასში სადაც მოთავსებულია კვერცხის გულები, შაქართან ერთად კარგად ამოვიყვანოთ.შევურიოთ ფქვილი,ორივე ტიპის და გავთქვიფოთ მანამ,სანამ არ მივიღებთ ელასტიურ ცომს.ვამატებთ ასევე რბილ კარაქს და კიდევ ვმუშაობთ,სანამ არ გაიხსნება კარაქი.ბოლოს დავამატოთ გათქვეფილი ცილა და კოვზის დახმარებით ავურიოთ.ცომი მკვრივი უნდა იყოს.
გავყოთ ორ ნაწილად და გამოვაცხოთ ორი თხელი ბისკვიტი.ცხიმიან და ფქვილიან ფორმაში.180° ზე 10 წთ.წინასწარ გაცხელებულ ფორმაში.
ბისკვიტები გავაციოთ და დავიწყოთ ნამცხვრის აწყობა.თუ გაქვთ ასეთი ფორმა,რომელსაც ეხსნება ზედა ნაწილი,მაშინ ,უკეთესია თუ აქ ააწყობთ ნამცხვარმა რომ სწორი ფორმა მიიღოს.თუ არადა ჩვეულებრივ დიდი ზომის თეფშზე.
ვდებთ პირველ ფენას,შემდეგ ცივ კრემს ვანაწილებთ .კრემიანი ფენა,საკმაოდ მაღალი გამოდის.
შემდეგ კი დააფარებთ მეორე ფენას.კარგად გავასწორებთ და მოვხსნით ზედა ნაწილს ფორმას.თუ თეფშზე ვაკეთებთ,დანის საშუალებით გავასწორებთ.დავასვენებთ მაცივარში,სულ ცოტა ორი საათი.რაც მეტი დრო გააჩერებთ,უფრო გემრიელი იქნება.თუ ძალიან ცივი გიყვართ,შეგიძლიათ საყინულეში მოათავსოთ.ბოლოს მოაყრით შაქრის პუდრს და დააგემოვნებთ.
გემრიელად მიირთვით....<3

Nessun commento:

Posta un commento