Etichette

martedì 12 aprile 2016

                 სანამ მაკარონის მომზადებაზე გადავალთ,მცირეოდენი ინფორმაცია წარმოშობის შესახებ..
მაკარონის შრობის ტექნოლოგია.ნეაპოლი

pasta (ლათ.pâstum) ფქვილის ნაირსახეობები,შეზავებული წყლით და მარილით.
მაკარონის ისტორია საუკუნეებს ითვლის და არსებობს მასზე მუშაობის სხვადასხვა მეთოდები როგორც აზიაში,ასევე ევროპაში.სწრაფი განვითარება ჰპოვა ჩინეთში და ხმელთაშუა ზღვის,განსაკუთრებით იტალიის ნახევარკუნძულზე.ჯერ კიდევ ძველ საბერძნეთში მოიპოვებოდა მაკარონის დამზადების უძველესი მეთოდები და ტერმინები,რომლებიც შემდგომში დაიხვეწა.მაგ: makària რომელიც შემდეგ გვხვდება სიცილიაში როგორც maccari და უკვე ვულგარული იტალიურით maccheroni,რომელიც ზმნასთან ammaccare სთანაა კავშირში და ნიშნავს დანაყვას,გაბრტყელებას,გაფორმებას,მოზელას და ა.შ.

ისტორიული ცნობებით მაკარონი ჯერ კიდევ ეტრუსკების ხანისაა.ჩინური მაკარონის ისტორია  მე-8 საუკუნეში, ჯია სიქსიეს ჩანაწერებიდან.რომელიც იმდროინდელ კერძებზე და მათ შორის მაკარონზე მუშაობის ტექნოლოგიებზე საუბრობს.ნელა-ნელა დაიხვეწა მაკარონზე მუშაობის ტექნიკა,ხარშვის მეთოდებიც.ასევე წყალს ჩაენაცვლა კვერცხი.


ნეაპოლი

მე -13 საუკუნეში კი ნეაპოლში და ჯენოვაში იხსნება მაკარონის საშრობები.შემდეგ პულიაში და ტოსკანაში.მე-15 საუკუნეში კი იქმნება პირველი კორპორაცია Pasta Italiana.რომლის რეალიზაციას და კონტროლს აწარმოებდა პაპი.პასტას რეალიზაცია თითქმის მთელ იტალიაში უკეთდებოდა.ზონებშ სადაც მშრალი მაკარონი ვერ აღწევდა,განაგრძობდნენ ახალ მაკარონზე მუშაობას. ცოტა ხანშ მთელი იტალიური სამზარეულო მაკარონის გარშემო ტრიალებდა.გვხვდება როგორც პოლიტიკოს ჩეზარე მარკის ჩანაწერებში ასევე ჯოვანი ბოკაჩოს,ჯაკომო ლეოპარდის ნაწარმოებებში.ასევე თეოფილო ფოლენგის მიერ შექმნილი ლუტერატურული მიმდინარეობა latino-maccheronico.დიდი კომპოზიტორი ჯოაკინო როსინი ნეაპოლიდან აგზავნინებდა მაკარონს რომში.მან წერილი გაუგზავნა მეგობარს,სადაც დამწუხრებული იყო მაკარონის მოლოდინში." Gioacchino Rossini Senza Maccheroni"
ამერიკელებმა კი შექმნეს ისტორია,რომ ვითომ მარკო პოლომ ჩაიტანა ამერიკაში მაკარონი,მას შემდეგ რაც ჩინეთი მოინახულა.რაც მარკო პოლოს ჩანაწერებშია აღმოჩენილი,იტალიელი ისტორიკოსების განმარტებით,არაა კავშირში იმასთან,რომ პოლომ ჩინეთიდან ჩაიტანა მაკარონზე მუშაობის მეთოდები,რადგან იტალიაში უკვე განვითარებული იყო იმ დროისთვის.
დღესდღეობით მსოფლიო ბაზარზე იტალია პირველ ადგილზეა,როგორც მაკარონის ხშირი მომხმარებელი.ხოლო 2006 წლის 27 სექტემბერი,იტალიის მთავრობის მიერ დაწესდა როგორც მაკარონის საერთაშორისო დღედ.

Nessun commento:

Posta un commento