Etichette

mercoledì 12 ottobre 2016

Fiore di pane-პური "ყვავილი"
ყველაზე ფუმფულა პური,უგემრიელესი შიგთავსით.
მოამზადეთ მარტივად და სწრაფად.


ინგრედიენტები:
500გრ ფქვილი
125მლ რძე
125მლ მაწონი
2ს/კ საფუარი
1 კვერცხი
50მლ ზეთი
1ს/კ შაქარი
1ს/კ მარილი

200გრ გახეხილი ლორი
100გრ გახეხილი ყველი

მომზადება:
თასში ჩაყარეთ ყველა ინგრედიენტი,მარილის გარდა და მოზილეთ ცომი ,ამატეთ რძე ნელა-ნელა.ცოტა რომ შეიკვრება დაამატეთ მარილი და კარგად იმუშავეთ,სანამ ელასტიურ ცომს არ მიიღებთ.შეფუთეთ და დატოვეთ,სანამ ცომი არ გაორმაგდება.
ცომი მზადაა,გადმოიღეთ გაფქვილულ სამუშაო დაფაზე,გაჭერით ორად.გააბრტყელეთ ერთი ნაწილი,დაახ.3მმ სისქის.ამოჭერით განიერ პირიანი ჭიქით.
ამ პატარა ლავაშებში მოათავსეთ ცოტაოდენი გახეხილი ლორი და ყველი,გადაკეცეთ ნახევარმთვარე და შემდეგ პირები შეაერთეთ,

ისე რომ შიგთავსი ჩანდეს.მოათავსეთ ჟარონაზე  ერთმანეთთან ახლოს.გააკეთეთ დაახ.სამი წყობა ,წაუსვით გათქვეფილი კვერცხის გული და რძე.დააფარეთ ჩაის ტილო და დატოვეთ 30წთ  ასაფუებლად.
გამოაცხეთ წინასწარ გაცხელებულ ღუმელში 180°ზე  30-40წთ.

მიირთვით გემრიელად <3

მოიწონეთ გვერდი facebook page მადლობა

დაგიბრუნდით და გთავაზობთ საუკეთესო რეცეპტს,მუცლის შემობერვისთვის.ასევე დაგეხმარებათ მოიშოროთ კუჭის სიმძიმე ...



ინგრედიენტები:
1 კიტრი
1 ლიმონი
30გრ  კოჭა
20გრ პიტნის ფოთლები
1ლ წყალი

მომზადება:
ჩაასხით წყალი ქვაბში და მოხარშეთ პიტნა შიგ.როცა წყალი ფერს შეიცვლის გამორთეთ და გააციეთ.
ჩაყარეთ წვენსაწურში წვრილად დაჭრილი ლიმონი,კიტრი და კოჭა,გამოწურეთ კარგად.გადაწურეთ პიტნის ნახარში,დაუმატეთ გაწურული წვენი,კარგად შეანჯღრიეთ და მიირთვით მთელი დღის განმავლობაში. ლიმონი ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლას,კოჭა ანთების საწინააღმდეგოა,პიტნა ხელს უწყობს საჭმლის მონელებას და გაგანთავისუფლებთ იჟოგისგან,კიტრი კი გაგიქრობთ შიმშილის გრძნობას.