Etichette
- pasticceria (31)
- antipasti (17)
- pane (16)
- primi piatti (12)
- street food (8)
- bevande (7)
- pasta fresca (7)
- torte salate (6)
- vita sana (5)
- creme (4)
- diete (2)
- gelati (2)
- lingua italiana (2)
martedì 26 luglio 2016
CANNOLI SICILIANI-ეს კი სიცილიური კანოლებია.ყველაზე გემრიელი ნამცხვარი,რაც კი გამისინჯავს.მომზადება ძალიან მარტივია და გირჩევთ აუცილებლად სცადოთ...
ინგრედიენტები ცომისთვის:
500გრ ფქვილი
100გრ შაქარი
60გრ ქონი
1 კვერცხი
ვანილი
მარილი
1/2 ჩ/კ დარიჩინი
160მლ ტკბილი შავი ღვინო
ცილინდრები ცომის გადასახვევად
გულსართი:
500გრ ხაჭო
200გრ შაქარი
100გრ შოკოლადის გრანულები
პისტაკი
ფორთოხლის ცედრა
მომზადება:
თასში ჩავყაროთ ფქვილი,დავამატოთ შაქარი,ქონი,კვერცხი,ვანილი,მარილი,დარიჩინი და ღვინო.ეს ყველა ინგრედიენტი კარგად მოვზილოთ.უნდა მივიღოთ ელასტიური ცომი.მიეცით ფორმა,შეახვიეთ ცელოფანში და მოათავსეთ მაცივარში 1 საათით.
ამასობაში მოამზადეთ გული
გათქვიფეთ კარგად ხაჭო,დაამატეთ შაქარი და შოკოლადის გრანულები და ხის კოვზით აურიეთ.მოათავსეთ მაცივარში 1 საათი.
ცომი გააბრტყელეთ,დაახ.3მმ სისქის,ამოჭერით დიდი ზომის ჭიქის პირით და დაახვიეთ ცილინდრზე.პირი სადაც იკვრება ,წყლით დაუნამეთ.
ჩაასხით ზეთი ტაფაში და შეწვით შიგნით,სანამ კარგად არ დაწითლდებიან.გადმოიღეთ სამზარეულს ქაღალდზე და გააცივეთ...ჩატენეთ ტომარაში კრემი და კარგად გამოტენეთ კანოლები...
დააბლენდერეთ პისტაკი და კრემიანი ნაწილები ამოავლეთ შიგ.
დამიჯერეთ ეს გემო არასდროს დაგავიწყდებათ <3
Iscriviti a:
Commenti sul post (Atom)
Nessun commento:
Posta un commento